|
2018-11-14 15:13:35, 1437 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: არ მგონია, რომ არჩევნების თარიღმა რაიმე გავლენა მოახდინოს აქტივობაზე
„ცესკო-ს გადასაწყვეტია, როდის დაინიშნება არჩევნები. მე არ მგონია, რომ არჩევნების თარიღმა რაიმე გავლენა მოახდინოს აქტივობაზე“, - ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები ორშაბათ დღეს ჩატარდა, თუმცა ამ ფაქტს საზოგადოების აქტოვობაზე გავლენა არ მოუხდენია. „არჩევნების დანიშვნა არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეროგატივა, რაც შეეხება დღის დანიშვნას, ეს არის დამოკიდებული ოქმის შეჯამებაზე. ცესკო-ს გადასაწყვეტია, როდის დაინიშნება არჩევნები. მე არ მგონია, რომ არჩევნების თარიღმა რაიმე გავლენა მოახდინოს აქტივობაზე. თქვენ გახსოვთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა 2012 წელს, ორშაბათს, დანიშნა არჩევნების თარიღი, თუმცა ეს არჩევნები საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე აქტიური იყო. შესაბამისად, აქ სპეკულაციებისთვის რაიმე საფუძველი ნამდვილად არ არის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)