|
2018-11-14 11:19:52, 3249 ნახვა
მსოფლიო
დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა Brexit-ის საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს
დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი მრავალთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, Brexit-ის დოკუმენტის ტექსტზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირაა ინტენსიური მოლაპარაკება მიმდინარეობს, რაც კონკრეტული შედეგით დასრულდა. შეთანხმება ტექნიკურ დონეზე ოფიციალურ პირებს შორის შედგა. მედიის ცნობით, დღეს ბრიტანეთის მთავრობის სპეციალური სხდომა გაიმართება, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ მინისტრებს დოკუმენტის პროექტის მხარდაჭერისკენ უნდა მოუწოდოს. შეგახსენებთ, დიდ ბრიტანეთში 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობას უნდა მიეღო გადაწყვეტილება, სურდა თუ არა ევროკავშირის დატოვება, ან გაერთიანებაში დარჩენა. რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობამ - 51.9%-მა მხარი დაუჭირა ევროკავშირიდან გასვლას, ხოლო 48.1% საერთაშორისო ორგანიზაციიდან გასვლის წინააღმდეგი იყო. მიმდინარე წლის 29 მარტს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ევროსაბჭოს ხელმძღვანელს დონალდ ტუსკს წერილი გაუგზავნა, სადაც აცნობა, რომ დაწყებულია ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ევროგაერთიანებიდან 2019 წლის 29 მარტს უნდა გამოვიდეს. თუმცა, არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი, ვინაიდან 50-ე მუხლი 2009 წელს შეიქმნა და ის ამ დრომდე არავის გამოუყენებია. Brexit-ის დასასრულებლად საჭიროა, რომ შესაბამისი შეთანხმება 27 ქვეყნის ეროვნულ პარლამენტებშიც შედგეს, რასაც, სავარაუდოდ, რამდენიმე წელი დასჭირდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)