14:03 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-13 17:28:34, 1781 ნახვა

ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: საქართველოს ეკონომიკაში წარმმართველი როლი კერძო სექტორს უკავია

საქართველოს პარლამენტში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ისაუბრა იმ მნიშვნელოვან როლზე, რომელიც კერძო სექტორს უკავია ეკონომიკის განვითარებაში.

„დღეს, საქართველოს ეკონომიკაში წარმმართველი კერძო სექტორია, რასაც ის ფაქტიც ადასტურებს, რომ სახელმწიფო ინვესტიციები საშუალოდ მშპ-ს 8.0%-ის ფარგლებშია, მაშინ, როდესაც კერძო ინვესტიციები მშპ-ს 30%-ს აღწევს. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, ბიზნეს სექტორში ბრუნვის მოცულობა 19.2%-ით, გამოშვება 14.2%-ით, ხოლო დასაქმება 4.6%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა საშუალოდ 40 ათასით იზრდება, თუმცა აღნიშნული ზრდა, მაინც არ იძლევა საშუალებას მნიშვნელოვნად შევამციროთ ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ აუცილებელია ჩვენი რესურსების მივმართოთ ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics