08:21 - 28 Jul, 2026
|
2018-11-13 11:34:15, 1524 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: მუქარის საქმეებთან დაკავშირებით, გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად უნდა წარიმართოს
„რაც შეიძლება სწრაფად უნდა წარიმართოს გამოძიება მუქარის საქმეებთან დაკავშირებით“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. კობახიძე სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიასა და პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ განხორციელებულ მუქარას გამოეხმაურა. „ეს არის სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობა და ჩვენ დავინტერესდებით იმით, თუ რამდენად სწრაფად წარიმართება გამოძიება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შინაგან საქმეთა სამინისტროში პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, ხოლო სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საგამოძიებო უწყებაშია გამოკითხვაზეა დაბარებული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)