|
2018-11-13 11:12:17, 1232 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: შემაშფოთებელია ის აგრესია, რომელსაც საარჩევნო აგიტაციის პროცესში ვხედავთ
„ჩვენ სრულად ვიზიარებთ ევროკავშირის ელჩის სულისკვეთებას - ნამდვილად შემაშფოთებელი და აღმაშფოთებელია ის აგრესია, რომელსაც ჩვენ ვხედავთ საარჩევნო აგიტაციის პროცესში“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებას საარჩევნო გარემოს შესახებ. კობახიძის თქმით, მხოლოდ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი არ გამოირჩევა სიძულვილის ენით. „ერთადერთი საარჩევნო კანდიდატი, რომელიც არ გამოირჩეოდა ამ კამპანიის მსვლელობისას სიძულვილით, აგრესიის ენით, იყო ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. დანარჩენი, თქვენ ხედავდით, რომ აბსოლუტურად გამსჭვალული იყო ეს წინასაარჩევნო აგიტაცია და კამპანია სიძულვილის ენით, ბილწსიტყვაობითაც კი, რაც არის სრულიად აღმაშფოთებელი და შემაშფოთებელი“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)