|
2018-11-12 17:42:34, 1258 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს გერტ-ჰინრიჰ არენსს შეხვდა. საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს, საპრეზიდენტო არჩევნებსა და მოსალოდნელ მეორე ტურს. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა საარჩევნო პროცესში რაც შეიძლება მეტი დამკვირვებლის ჩართულობას მიესალმება. აღინიშნა, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებით, 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებმა დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩაიარა და ანალოგიურად, თავისუფალი და გამჭვირვალე გარემო იქნება უზრუნველყოფილი არჩევნების მეორე ტურისთვის. შეხვედრისას ასევე ხაზი გაესვა არასამთავრობო ორგანიზაციების როლს წინასაარჩევნო გარემოსა და კანდიდატებს შორის არსებული კონკურენციის ობიექტურად შეფასების პროცესში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)