07:13 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-10 21:55:59, 2217 ნახვა

კომენტარი
ელისაშვილი: ხაინდრავასთვის თუ შეიძლებოდა კარვების გაშლა, ზაზა სარალიძეს რატომ არ აქვს ამის უფლება?!

გოგა ხაინდრავასთვის თუ შეიძლებოდა კარვების გაშლა, ზაზა სარალიძეს რატომ არ აქვს ამის უფლება? - ამის შესახებ თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა შვილმოკლული მამების მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა, სადაც კარვის დადგმის მცდელობას აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, სარალიძეს კარვის გაშვლის უფლება უნდა მიეცეს. 

"ეს არის არაადამიანობა და უღმერთობა. ვინ გამოვა და იტყვის, რომ ეს არის ნორმალური და კარავი არ უნდა იდგეს პარლამენტთან. გოგა ხაინდრავას თუ ჰქონდა თვენახევარი, შუა რუსთაველზე კარვის დადგმის უფლება და გამზირის გადაკეტვის უფლება, ზაზა სარალიძეს რატომ არ აქვს?! ადამიანს ვერ გაურკვიეს ვინ იყო მკვლელი და რა დროს ნაძვის-ხეა?! ჯერ გამოიძიონ ეს საქმე და მერე დადგან ნაძვის ხე, თუ უნდათ 5 ნაძვის ხე დადგან და თუ უნდათ ზედ ივანიშვილიც ჩამოეკიდოს", - განაცხადა ელისაშვილმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics