|
2018-11-05 20:03:23, 1214 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენის აპარატი, კომპანია „ეკოსითის“ დისკრიმინაციული შინაარსის განცხადებას შეისწავლის
ომბუდსმენის აპარატი კომპანია "ეკოსითის“ დისკრიმინაციული შინაარსის განცხადებას შეისწავლის. როგორც ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელმა ქეთი შუბაშვილმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა, კონკრეტული ქმედება რომ დისკრიმინაციულად შეაფასონ, ამისთვის კომპანია "ეკოსითის" წარმომადგენლებთან გასაუბრებაა საჭირო. "ერთი შეხედვით, ეს მოცემულობა დისკრიმინაციის ვარაუდს წარმოშობს. თუმცა, ჩვენ ჯერ არ გვქონია კომუნიკაცია მოპასუხე მხარესთან და ამიტომ, არის თუ არა დისკრიმინაცია, ამ ეტაპზე გაგვიჭირდება თქმა. იმისათვის, რომ დავადასტუროთ ასეთი განსხვავებული მოპყრობა არის თუ არა დისკრიმინაცია, მოპასუხესაც უნდა მოვუსმინოთ და გავიგოთ მისი არგუმენტაცია. თუმცა, ზოგადად, შემიძლია ვთქვა, რომ ეროვნულობაზე, ან ეთნიკურ წარმომავლობაზე დაფუძნებული განსხვავება ძალიან რთულად შეიძლება რომ გამართლდეს რაიმე ლეგიტიმური მიზნით’’, - განაცხადა ქეთი შუბაშვილმა. შეგახსენებთ, რომ სამშენებლო კომპანის "ეკოსითიმ", Facebook- ის საკუთარ გვერდზე დისკრიმინაციული პოსტი გამოაქვეყნა. მათი განმარტებით, ყოველ ქართულ ოჯახს, რომელიც 12 თვის განმავლობაში მინიმუმ მესამე ბავშვს გააჩენს და "ეკოსითი კრწანისში", ან ეკოსითი სამგორში ბინას შეიძენს, საჩუქრად ბავშვის ოთახს გადასცემენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)