|
2018-11-02 16:11:13, 1254 ნახვა
პოლიტიკა
ბახტაძე - ორმხრივი სავაჭრო შეთანხმების გაფორმება, აშშ-თან იქნება ძალიან მნიშვნელოვანია
„თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი აშშ-თან იქნებოდა ის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი და წინაპირობა ყველასთვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ ჩვენი ეკონომიკური სტრატეგიის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს - საქართველო გავხადოთ ეკონომიკური ცენტრი მთელი რეგიონისთვის“ - ამ განცხადებით პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე კონგრესმენ ტედ პოს ინიციატივას, დაჩქარდეს აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივ სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ინიცირება გამოეხმაურა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ორმხრივი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად კონგრესმენი პო იშველიებს იმ ძალიან მნიშვნელოვან არგუმენტებს, რომელიც საქართველოს აქვს ინსტიტუციური განვითარების თვალსაზრისით. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ორმხრივი სავაჭრო შეთანხმების გაფორმება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური გზავნილი რეგიონში სტაბილურობის და მშვიდობის უზრუნველსაყოფად. „მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გადავედით აქტიურ ფაზაში ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან და განვიხილავთ საკითხს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შესახებ, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველო კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეკონომიკურად. მოგეხსენებათ, რომ კონგრესმენ ტედ პოს ინიციატივით ჩვენი მეგობრები გამოეხმაურნენ და თავიანთი აზრი დააფიქსირეს. 28 კონგრესმენმა მოუწოდა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს, დავაჩქაროთ ამ ინიციატივის განხილვა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)