04:46 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-02 12:39:00, 1399 ნახვა

პოლიტიკა
„რესპუბლიკური პარტია“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, გრიგოლ ვაშაძეს უჭერს მხარს

„რესპუბლიკური პარტია" გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს მხარს უჭერს, - ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა. 

როგორც ბერძენიშვილმა განაცხადა, „რესპუბლიკურმა“ პარტიამ  გაერთიანებულ ოპოზიციასთან ყველა ის საკითხი განიხილა, რომელიც საერთო ინტერესის საგანია.

„ჩვენ მოვედით, რომ გამოვხატოთ მხარდაჭერა გრიგოლ ვაშაძის მიმართ. „რესპუბლიკური პარტია" მას მხარს უჭერს. განვხილეთ მათ შორის ისეთი საკითხები, როგორიცაა - პრეზიდენტმა უნდა იზრუნოს რომ პრეამბლუაში ავიდეს ევროპული ინტეგრაციის საკითხები ნატო და ა.შ. რაც არის კონსტიტუციაში მაგრამ პრეამბლუაში არ არის. ჩვენ ასევე ვიმსჯელეთ იმაზე, რომ ვინც არიან შეძენა-შენახვაზე მსჯავრდებულები პრეზიდენტმა შეიძლება შეიწყალოს“, - აღნიშნა ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, რესპუბლიკური პარტია მის აქტივში არსებული სრული რესურსით გრიგოლ ვაშაძეს მხარს დაუჭერს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთიანდება.

„ჩვენ მოვედით იმისათვის, რომ მხარი დავუჭიროთ გრიგოლ ვაშაძეს საპრეზიდენტო არჩევნებში. გაერთიანებულ ოპოზიციასთან სხვა საკითხებზე კავშირზე არ გვქონია საუბარი", - განმარტავს ლევან ბერძენიშვილი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics