|
2018-11-01 12:46:36, 1361 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: არც ერთი დღით არ შეიძლება ქვეყნის დატოვება უშიშროების საბჭოს გარეშე
„არ შეიძლება ქვეყნის არც ერთი დღით დატოვება, უმნიშვნელოვანესი სტრუქტურის - უშიშროების საბჭოს გარეშე“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა უშიშროების საბჭოს მნიშვნელობას და აქვე აღნიშნა, რომ როდესაც ახალი კონსტიტუციით უშიშროების საბჭო უქმდება, სასწრაფოდ უნდა შეიქმნას ახალი სტრუქტურა, რომელიც მას ჩაანაცვლებს. „საქართველოს ახალი კონსტიტუციით, რომელიც სულ მალე, ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის მომენტიდან შევა ძალაში, წყვეტს ფუნქციონირებას უმნიშვნელოვანესი სტრუქტურა - უშიშროების საბჭო, რომელიც იყო წლების განმავლობაში ფორმატი და ფორუმი იმისთვის, რომ ქვეყანაში მიღებული ყოფილიყო პოლიტიკურად გაერთიანებული გადაწყვეტილებები ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასთან მიმართებაში. ასეთი სტრუქტურის არარსებობა ჩვენს სახელმწიფო სისტემაში არის ის სირთულე, რომელიც აღიარებული არის ჩვენი პარტნიორების მიერ. მეტიც, პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელმაც კონსტიტუციაში შეწყვიტა ამ სტრუქტურის არსებობა თქვა, რომ ამ სტრუქტურის შემცვლელი სტრუქტურა იქნებოდა შემუშავებული და შექმნილი; ქვეყანას არ ექნებოდა პერიოდი, როდესაც არ იქნებოდა ის ფორმატი, რასაც უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე თავდაცვისუნარიანობასთან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილებების ადგილი ჰქვია. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. ჩვენ კიდევ ერთხელ, წლის ბოლომდე გვეყოლება ახალი პრეზიდენტი, გვექნება ახალი კონსტიტუცია და არ გვექნება უშიშროების საბჭო. არ შეიძლება ქვეყნის არც ერთი დღით დატოვება ასეთი სტრუქტურის გარეშე. მინდა მოვუწოდო კოლეგებს, რომ სასწრაფოდ ინტენსიურად ის დაპირება, რომელიც იქნა მიცემული, რომ უშიშროების საბჭოს ჩაანაცვლებს ახალი სტრუქტურა იქნას აღსრულებული და ასეთი სტრუქტურა დახვდეს ახალ პრეზიდენტს და ახალ კონსტიტუციას“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)