|
2015-06-12 10:51:42, 474 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: თავდაცვის სამინისტროს დისკრედიტაციისთვის სრულიად მიზანმიმართული კამპანიაა
თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, მისი უწყების დისკრედიტაციის მცდელობა ხდება. ამის შესახებ მან „მაესტროს 9–იანში“ ლეიტენანტ დავით ნემსაძესა და გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას შორის დაწყებულ დაპირისპირების საკითხის კომენტირებისას აღნიშნა. მინისტრის თქმით, მას ამ დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია აქვს და საქმის მოკვლევა სამხედრო პოლიციის უფროსს დაავალა. „მე ვიცი ამ ამბის შესახებ, მთელი დღის განმავლობაში მედიას და „ფეისბუქს“ თვალს ვადევნებდი. მე ვესაუბრე სამხედრო პოლიციის უფროსს და ვთხოვე, ამ საქმის მოკვლევა დაიწყონ მოკვლევა. ეს რამდენიმე კომპონენტისგან შედგება და ყველაფერი უნდა გაირკვეს. მე არ ვიცი, ვინ, სად, რისთვის იბრძვის, „ნაციონალების“ გამოსავლენად. ჩემთან არავინ არ მოსულა და მსგავსი ტიპის პრეტენზიები არ წამოუყენებია. რთულად შემიძლია წარმოვიდგინო ადამიანი, რომელიც ვერ მოახერხებდა ამ თემებზე ჩემთან გასაუბრებას, სანამ საჯარო ისტერიას მოაწყობდა. მე გავეცანი ინკოგნიტო „ფეისბუქის“ გვერდს და ჩემი ინტერესის საგანია მისი ავტორი, რადგან აქ არის სრულიად მიზანმიმართული კამპანია თავდაცვის სამინისტროს დისკრედიტაციისთვის, ყველაფერი რაც იქ წერია ან უნდა დადასტურდეს, რომ სიმართლეა, ან ასეთი ტიპის დისკრედიტაციას პასუხი უნდა გაეცეს“, – აღნიშნა ხიდაშელმა. ხიდაშელის განცხადებით, მისი, როგორც თავდაცვის მინისტრის ამოცანაა, უწყების, გენშტაბის, რომელიმე გენერლის დისკრედიტაცია არ დაუშვას. „ ჩემი ამოცანაა, არ დავუშვა დისკრედიტაცია ადამიანების, რომლებსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენს ქვეყანაში თავდაცვის მშენებლობაში. გენერალი ჩაჩიაბა სწორედ ერთ–ერთი ასეთია, ადამიანი, რომელსაც ერთ–ერთი დიდი დამსახურება აქვს თუ კი რამე წარმატებაზე ვსაუბრობთ ნატო–სკენ მიმავალ გზაზე“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მომზადდა
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)