|
2015-06-12 10:21:51, 414 ნახვა
პოლიტიკა
ხიდაშელი: დღეს უფრო მეტად არვიცი რა ზარზე საუბრობდა ალასანია, რადგან ფაქტია, ხელშეკრულება ხელშეკრულებას ჯანელიძის დროს დაემსგავსა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის, განცხადებით, მისთვის გაუგებარია, თუ რას გულისხმობდა უწყების ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი ალასანია, როდესაც მინდია ჯანელიძისგან განხორციელებულ სატელეფონო ზარზე საუბრობდა. ალასანია დღემდე ამტკიცებს, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მინდია ჯანელიძემ, საფრანგეთში ყოფნისას დაურეკა და უთხრა, რომ საჰაერო თავდაცვის შესახებ მემორანდუმისთვის ხელი არ მოეწერა. ხიდაშელის თქმით, ალასანიას ეს განცხადება გაუგებარია, რადგან, ფაქტია, რომ საჰაერო თავდაცვის შესახებ ხელშეკრულება ხელშეკრულებას მინისტრ მინდია ჯანელიძის დროს დაემსგავსა და პროცესი ახლა დაასრულეს. "არაფრის გარკვევას არ ვგეგმავ იქიდან გამომდინარე, რომ ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ.დღეს უფრო მეტად არვიცი, რაზე საუბრობდა ალასანია, რას გულისხმობდა, როდესაც ამ სატელეფონო ზარზე საუბრობდა იმიტომ, რომ არსებობს ფაქტი, რომელიც თვალნათელია, ჩემს წინაშე დევს და იქ არანაირი კითხვები არ არის.ხაზგასმით ვამბობ, მინდია ჯანელიძის დროს, ამ ხელშეკრულებაზე მუშაობა გაცილებით უფრო სერიოზული იყო, ვიდრე მანამდე.ხელშეკრულება ხელშეკრულებას დაემსგავსა მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს, მანამდე ეს იყო კეთილი სურვილების კრებული.ეს პროცესი არ იყო დასრულებული და ჩვენ ამ ბოლო 3 კვირის განმავლობაში, პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობდით იმისათვის, რომ დაგვესრულებინა ეს პროცესი. ეს არის ჩვეულებრივი კომერციული ხელშეკრულება, რომელშიც უამრავი ნიუანსია და ესე მარტივად არ შეიძლება საუბარი. ის დღეს არის უკვე სრულფასოვანი დოკუმენტი, რომელზეც შეიძლება რომ პასუხისმგებლობა აიღოს პასუხისმგებლობიანმა სახელმწიფომ",-განაცხადა თინა ხიდაშელმა. თინა ხიდაშელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კონტრაქტს, რომელიც საფრანგეთთან საჰაერო თავდაცვითი იარაღის და საჰარეო თავდაცვითი სისტემის შესყიდვას გულისხმობს, ხელს მოაწერს, თუმცა, ხელმოწერის კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია. ცნობისთვის, თავდაცვის უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა მინდია ჯანელიძემ საფრანგეთში ვიზიტის დროს ალასანიასთან სატელეფონო ზარი დაადასტურა, თუმცა განმარტა, რომ საუბარი განზრახულობათა წერილზე’ხელმოწერას შეეხებოდა.
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)