|
2018-10-31 14:37:26, 1405 ნახვა
პოლიტიკა
ქანთარია: იმედია არ დავუშვებთ რუსული მენტალიტეტის, „მატრიოშკას“ გაპრეზიდენტებას
„ქვეყანას ხიფათი უახლოვდება, როდესაც „სააკაშვილის ნაცვალი“ ფეხდაფეხ მიყვება ჩვენ მხარდაჭერილ კანდიდატს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ნუკრი ქანთარიამ საშემოდგომო პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ქანთარიამ ამომრჩევლებს სრული მობილიზებიკენ მოუწოდა, მმართველი გუნდის დეპუტატმა, პრეზიდენტობის კანდიდატი რუსული მენტალიტეტის, „მატრიოშკად“ გააიგივა. „მინდა მოკრძალებით და ყოველგვარი მითქმა-მოთქმის გარეშე მივმართო საქართველოს მოქალაქეებს - განსაკუთრენით მათ, ვინც ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს 2012 წლის გამარჯვებაში, იმ თანამებრძოლებს, ვინც 2012 წლამდე იდგნენ სიცივეში, ყინვაში, ხვდებოდათ ხელკეტები, რეზინის ტყვიები და 28 ოქტომბრის არჩევნებში არ მოვიდნენ და განზე დადგნენ. მესმის, მათი გარკვეული მიზეზები. ზოგს ალბათ ეგონა, რომ პირველივე ტურში მოხდება სრული გამარჯვება, მაგრამ უმთავრესი მიზეზი უსამართლობის შეგრძნება, წყენის დაგროვება და გულის გატეხვა იყო. ამაში ჩვენს თანამებრძოლებთან აბსოლუტურად თანაზიარი ვარ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ ერთ რამეში, რომ დღეს, როდესაც ჩვენ ქვეყანას ხიფათი უახლოვდება, როდესაც „სააკაშვილის ნაცვალი“ ფეხდაფეხ მიყვება ჩვენ მხარდაჭერილ კანდიდატს, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა წყენა, ყველაფერი გადაიდება და ყველანი ერთად არ დავუშვებთ რუსული მენტალიტეტის, ჩინოვნიკის „მატრიოშკას“ გაპრეზიდენტებას, რომლის შიგნით ზის სააკაშვილი და ზის მერაბიშვილი, შიგნით სხედან სხვადასხვა დაამნაშავეები, ზოგი გაქცეული და ზოგი პატიმარი ამჟამად. არ მგონია რომ ჩვენ მათ პარპაშსს შეველევით, არა იმიტომ, რომ ვინმეს ეშინია, ვინმეს ჩამოსვლის ან ვინმეს გამოსვლის, არამდედ იმიტომ რომ ის წარმატებები, რაც გაკეთდა ერთი ხელისმოსმით წაიშლება“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)