|
2018-10-31 12:49:21, 1091 ნახვა
პოლიტიკა
„ძალა ერთობაშია“ უმრავლესობის დეპუტატ, ენზელ მკოიანისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ენზელ მკოიანმა პერსონალურად მიაყენა მძიმე ფიზიკური დაზიანებები გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის წევრს, მიშა აღაბალიანს, - ამის შესახებ „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ვაშაძემ დამოუკიდებელი გამოძიების პირველადი შედეგები გაასაჯაროვა. „სამწუხაროდ, სამართალდამცველი ორგანოები, სათანადო მოქმედებებს არ ატარებენ. მთელი ღამე მანძილზე ჩვენ მოვახდინეთ მობილიზება ექსპერტ-კრიმინალისტების, გამომძიებლების, იურისტებისა და ადვოკატების და მთელი ღამე ვადგენდით რა მოხდა ახალქალაქში და რას ჰქონდა ადგილი. შესაბამისად, მინდა დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ. ინციდენტი დაიწყო 23:00-დან 23:30 საათამდე შუალედში, როცა მიშა აღაბალიანს მიჰქონდა საჩივარი საოლქო კომისიაში, რითაც ჩვენ ვითხოვდით კონკრეტული უბნების გაუქმებას, რადგან ტოტალური გაყალბების ფაქტები გვაქვს წარდგენილი ამ შემთხვევაში. გზაში მას თავს დაესხა 20-მდე ადამიანი და პერსონალურად, ამ თავდასხმაში მოანწილეობდა ენზელ მკოიანი.თვითონ მან პერსონალურად მიაყენა მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიშა აღაბალიანს. ცემა გრძელდებოდა 10-15 წუთის მანძილზე და უმძიმეს მდგომაროებაში დატოვეს ქუჩაში. ის ცდილობდა მანქანაში ჩაჯდომას, რა დროსაც კიდევ ერთხელ დაესხა თავს ენზელ მკოიანი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ამის შემდეგ, თავდამსხმელები გრიგოლ ვაშაძის შტაბთან მივიდნენ, სადაც იმყოფებოდნენ აბრამ აბრაჰამიანი და ტიგრან აბრაჰამიანი. ამ თავდასხმაში უშუალოდ არტურ მკონიანი, ენზელ მკოიანის ძმა მონაწილეობდა. „შემდეგ უკვე აშოტ რაისიანი ჩამოვიდა შტაბის ხელმძღვანელი სიტუაციის განსატვირთად და ისიც სასტიკად არის ნაცემი. ჩვენს მიერ ამოღებულია ნივთმტკიცებები, ეს არის პირადობის მოწმობა ენზელ მკოიანის ძმის, რომელსაც საფულე დაუვარდა. არსებობს ვიდეოგადაღება დეტალური“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ. გაერთიანებული ოპოზიცია ითხოვს, რომ ენზელ მკოიანს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდეს. შეგახსენებთ, რომ გუშინ ახალქალაქში გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის წევრებს თავს დაესხნენ. გიორგი ვაშაძის მითითებით, შტაბთან გამოცხადებულ თავდამსხმელებს შორის „ქართული ოცნების“ დეპუტატის ენზელ მკოიანის ოჯახის წევრი იყო. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)