|
2018-10-31 11:06:16, 1029 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის საელჩო საქართველოში ჩატარებულ საპრზიდენტო არჩევნებს ეხმაურება
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო იზიარებს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნას, რომ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და პროფესიულ დონეზე იყო ადმინისტრირებული, რამაც ამომრჩეველს მისცა შესაძლებლობა გაეკეთებინა თავისუფალი არჩევანი. როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, შეერთებული შტატები გააგრძელებს საარჩევნო გარემოს ყურადღებით დაკვირვებას. "ჩვენ ვიზიარებთ საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეშფოთებას საარჩევნო პროცესებში არსებული ხარვეზების შესახებ, როგორიცაა შეუსაბამო ხერხებით ამომრჩეველთა მობილიზაცია და ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენება. ხაზგასმით აღვნიშნავთ მეორე ტურში ამ ხარვეზების გამოსწორების მნიშვნელობას. შეერთებული შტატები გააგრძელებს საარჩევნო გარემოს ყურადღებით დაკვირვებას. მნიშვნელოვანია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რომელიც საშუალებას მისცემს ყველა მოქალაქეს, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი ნება საარჩევნო ყუთთან.აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებას და ქართველ ხალხს ქვეყნის დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებაში, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების გზით", - ნათქვამია განცხადებაში.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)