|
2018-10-30 13:21:36, 1421 ნახვა
პოლიტიკა
ჰანს ჰანსო: ესტონეთი საქართველოს სუვერენიტეტის, ასევე, ევროკავშირსა და ნატოში მისი მომავალი წევრობის მხარდამჭერია
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს და კომიტეტის წევრებს შეხვდა, სადაც საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი ამოცანები, უსაფრთხოების და სტაბილურობის მნიშვნელობა და რუსეთიდან მომავალი საფრხეები განიხილეს. ასევე, მიმოიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება და ადამიანის უფლებების დარღევევის უხეში ფაქტები. სოფიო ქაცარავამ კოლეგებს გააცნო ქვეყანაში მიმდინარე პროცესი და სტრატეგიული კომუნიკაციის აუცილებლობა, რაც კომიტეტის დღის წესრიგს წარმოადგენს. შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი კავშირები და საპარლამენტო თანამშრომლობის როლი ამ მიმართულებით. „ჩვენ ვართ საქართველოს როგორც სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ასევე, ევროკავშირსა და ნატოში მისი მომავალი წევრობის მტკიცე მხარდამჭერები. ამ გზაზე გატარებული ყველა რეფორმა საგულისხმო და მნიშვნელოვანია", - განაცხადა შეხვედრისას ესტონეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ჰანს ჰანსომ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)