03:29 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-28 21:26:17, 1553 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: თუ ივანიშვილი ეცდება მოსტაცოს ხალხს გამარჯვება, ის ძალიან ცუდად დაასრულებს

„რეალური მიცემული ხმებით გია ვაშაძე არის პრაქტიკულად გამარჯვებული და გადასულია მეორე ტურში“,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Faceook-ზე ვიდეოჩართვის დროს განაცხადა. 

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ შედეგების გაყალბებას გეგმავს, თუმცა მისი თქმით, ამას საზოგადოება არ დაუშვებს.

„ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა დავით ბაქრაძეს და „ევროპულ საქართველოს“, ყოჩაღ მართლა ბაქრაძეს. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ოპოზიცია ისევ ერთიანდება. ეს ნიშნავს რომ შანსი არაა ჩვენი დამარცხების მერე ტურში. მე დარწმუნებული ვარ იგივე ნაბიჯს გადადგამს შალვა ნათელაშვილი. ხალხმა დაიჯერა, რომ შესაძლებელია ამ მონსტრის, ივანიშვილის დამარცხება. როგორ არ რცხვენიათ რომ აცხადებენ 52 %?თუ ისინი გააგრძელებენ ამ კენჭისყრის შედეგების გაყალბებას. თუ ივანიშვილი შეეცადა მოსტაცოს ხალხს გამარჯვება, ის ძალიან ცუდად დაასრულებს“,- განაცხადა სააკაშვილმა. 

 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics