|
2018-10-28 17:47:32, 942 ნახვა
პოლიტიკა
გია აბაშიძე: გამორიცხული არაფერია და შესაძლოა, არჩევნები პირველივე ტურში დასრულდეს
„მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები მშვიდ, დემოკრატიულ ვითარებაში მიმდინარეობს, მაინც ვხედავთ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის მხრიდან პროცესის ძალიან მუქ ფერებში წარმოჩენისა და დრამატიზების მცდელობას“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ განაცხადა. მისი თქმით, ზოგიერთი პოლიტიკოსის, მათ შორის ზოგიერთი საპრეზიდენტო კანდიდატის მიერ დებოშის მოწყობა უბანზე, კატეგორიულად მიუღებელია. „ის ფაქტი, რომ 15 საათისთვის ქვეყნის მასშტაბით მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა ხმა, რაც ელექტორატის 31 პროცენტია, მიგვანიშნებს იმაზე, რომ შესაძლოა აქტივობა იყოს იმის მსგავსი, რაც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გვქონდა - 46%. “ - განაცხადა გია აბაშიძემ. მისი მოსაზრებით, გამორიცხული არაფერია და შესაძლოა არჩევნები პირველივე ტურში დასრულდეს. „მთავარია, სწორად და დროულად მოხდეს საჩივრების განხილვა და არავის გაუჩნდეს კითხვის ნიშანი შედეგებთან დაკავშირებით. საინტერესო იქნება საერთაშორისო დამკვირვებელთა მიერ პირველადი შედეგების შეფასება, მინიშნებები და რეკომენდაციები. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია პოლიტიკური პასუხსიმგებლობითა და ღირსებით დამარცხების აღიარება, საკუთარი შეცდომების დანახვა. იმედს ვიტოვებ, ყველა კანდიდატი აცნობიერებს ამას და არ გადაზრდის საკუთარ წარუმატებლობას მცირეხნიან პოლიტიკურ ავანტიურაში", - განაცხადა გია აბაშიძემ.
(NS)
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)