21:50 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-28 17:27:18, 2045 ნახვა

სამართალი
გორში 9 წლის ბავშვვის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

გორში, 9 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამაძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელოას გულისმობს.

ცნობისთვის, 25 ოქტომბერს, გორში, 9 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბავშვს თავზე პოლიეთილენის პარკი ჰქონდა წამოცმული. აგრეთვე გოგონას ფეხები მავთულებით ჰქონდა შეკრული. ის მდინარე ლიახის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ აღმოაჩინეს. ბავშვი 24 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში დაიკარგა, რის შემდეგადაც მშობლებმა პოლიციას მიმართეს. გოგონას სასტიკი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი, 1984 წელს დაბადებული ი.ნ. დააკავა. არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებული ბავშვის საცხოვრებელი სახლის მეზობლად სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
მასშტაბური კორუფციის გამო მერიამ „რიყის დოქების“ დანგრევა გადაწყვიტა - აბესაძე
რუსეთში, ბენზინის დეფიციტის გამო, საავადმყოფოებისთვის, სახანძრო სამსახურებისთვის და საზოგადოებრივი კომუნალური კომპანიებისთვის საწვავის შესყიდვა შეფერხდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics