|
2018-10-28 17:08:14, 984 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე: საარჩევნო უბნებზე მასიურად ხდება პირდაპირი მოსყიდვების დაფიქსირება
„საარჩევნო უბნებზე მასიურად ხდება პირდაპირი მოსყიდვების დაფიქსირება“, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთაბაშიას“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი ვაშაძის თქმით, გაერთიანებულ ოპოზიციას აქვს მტკიცებულებების სახით ის რვეულები და ჩანაწერები, სადაც ამომრჩევლის სახელებია დაფიქსირებული, მათ გასწვრივ კი, იმ თანხის ოდენობა, რომელსაც მას ხმის მიცემის პროცედურის შემდეგ მისცემენ. ამასთან, ვაშაძე საჯარო მოხელეებს მოუწოდებს, ზეწოლას არ დაექვემდებარონ და მათთვის სასურველი კანდიდატი შემოხაზონ. „საარჩევნო უბნებზე მასიურად ხდება მოსყიდველი, ჩვენ გვაქვს დოკუმენტური მასალა, იმ რვეულების, ფურცლების, რომლებსაც ფაქტობრივად ვართმევთ „ქართული ოცნების“ წარმოამადგენლებს, სადაც მითითებულია კონკრეტული თანხები, ეს ხდება აბსოლიტურად ყველგან. იქ არიან მობილიზიებული ადამიანები, რომლებიც ყიდულობენ ხმებს და ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. აქ ასევე გვაქვს ფოტო-მასალა მეორე კატეგორიის დარღვევის საჯარო მოხელეები, მათი სიები და აღრიცხვები, პედაგოგი, დამალგებელი, მეცნიერთანამშრომელი მათ ურეკავენ და თანხები აქვს გადაცემული, ეს არის ძალიან საგანგაშო დანაშაული და მე მოვუწოდებ საჯარო მოხელეებს, რაც არ უნდა დაგიკავშირდნენ თქვენ, საარჩევნო ყუთთან რომ შედიხართ, ხართ მარტო და გააკეთეთ თქვენი საკუთარი არჩევანი, ყველას უფლებას დავიცავთ, ყველა უბანზე არიან ჩვენი წარმომადგენლები, ძალიან გთხოვთ ამ ზეწოლას ნუ დაექვემდებარებით“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)