01:15 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-28 13:48:37, 834 ნახვა

პოლიტიკა
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“: გორში თითქმის ყველა საარჩევნო უბანთან „ოცნების“ აგიტატორები არიან მობილიზებული

გორში თითქმის ყველა საარჩევნო უბანთან „ქართული ოცნების“ აგიტატორები არიან მობილიზებული, - ამის შესახებ "ადამიანის უფლებათა ცენტრის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. 

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ,  აგიტატორებმა რამდენიმე უბანზე „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ნომერიც გააკრეს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორმა ტირძნისის 62-ე საარჩევნო უბანზე გაკრული სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი პოსტერები გადაიღ.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორებმა რამდენიმე შენიშვნა შეიტანეს შენიშვნების წიგნში და საარჩევნო კომისიას ხარვეზების გამოსწორებისკენ მოუწოდეს. 

"სადემონსტრაციო ოქმები არ იყო ან არასწორად იყო შევსებული ფხვენისის 74- ე უბანზე და ტირძნისის 62-ე უბანზე. ტირძნისის 92-ე უბანზე ერთის ნაცვლად ორი ბიულეტენი გასცა რეგისტრატორმა და ამომრჩეველმა ორივე ბიულეტენი განათავსა კონვერტში, რის გამოც რეგისტრატორმა ახსნა-განმარტება დაწერა. დაახლოებით 12 საათისთვის, ხმაური იყო გორის 96-ე საარჩევნო უბანზე.
ხმაური ხმის მისაცემად მისულმა ამომრჩეველმა გამოიწვია, რომელიც სიაში არ აღმოჩნდა. საარჩევნო უბანზე საპატრულო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო", - აღნიშავენ ორგანიზციაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics