|
2018-10-27 12:30:42, 2310 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრი გიორგი გახარია გენერალ სერ გარი ჯონსონს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საკითხებში, გენერალ სერ გარი ჯონსონს შეხვდა. შსს-ს ინფორმაციით, გიორგი გახარიამ და სერ გარი ჯონსონმა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხები და რეფორმები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოში, ეროვნული უსაფრთხოების სფეროში, სტრატეგიულ დონეზე პოლიტიკის მაკოორდინირებელი ორგანოს შექმნას. ,,ეს იყო ძალიან სასარგებლო შეხვედრა. ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე. ვისაუბრეთ იმაზე თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს თქვენი შესაძლებლობები უსაფრთხოების სექტორში და კოორდინაციაში თუ როგორ განხორციელდეს ეს უკეთ. ამ მხრივ ერთობლივი მუშაობა და დიალოგი ორივე ქვეყნის ინტერესებში შედის“, - განაცხადა სერ გარი ჯონსონმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)