|
2018-10-27 11:50:44, 1939 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოში მოქმედი საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციები ორშაბათს პრესკონფერენციას გამართავენ
საერთაშორისო დამკვირვებლები, რომლებიც საქართველოში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს აკვირდებიან, ორშაბათს, 29 ოქტომბერს, არჩევნების დასრულების შემდეგ, წინასწარ მოხსენებას წარმოადგენენ. ეს მისია, ეუთოს (OSCE) დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PACE), ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), ნატოს საპარლამენტო ასამბლეის (NATO PA) და ევროპარლამენტის (EP), ერთობლივ ძალისხმევას წარმოადგენს. მოხსენებას წარმოდგენენ კრისტიან ვიგენინი, ეუთოს (OSCE) მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის სპეციალური კოორდინატორი და ხელმძღვანელი; ანდრეი ჰუნკო, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაციის ხელმძღვანელი, მარგარეტა სედერფელტი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) დელეგაციის ხელმძღვანელი, რასა იუკნევიჩიენე, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის (NATO PA) ხელძღვანელი, ლაიმა ლიუსია ანდრიკიენე, ევროპარლამენტის საპარლამენტო ასამბლეის (EP) დელეგაციის ხელმძღვანელი და ელჩი, გერტ-ჰინრიჰ არენსი, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი. საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისია 40 სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული 400 დამკვირვებლისგან შედგება. მათ შორის არიან დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მიერ წარგზავნილი 284 გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლი, 54 პარლამენტარისა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები (31 ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან, 17 ნატოს საპარლამენტო ასამბლეიდან და 12 ევროპარლამენტის ასამბლეიდან).
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)