|
2018-10-26 18:37:23, 3525 ნახვა
საზოგადოება
ზაზა სარალიძე ინგოროყვას კლინიკაში რჩება
ხორავას ქუჩაძე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე, ოელიც დღეს დაკავების შემდეგ ცუდად გახდა, ინგოროყვას კლინიკაში რჩება. როგორც ინგოროყვას კლინიკის ექიმმა კონსტანტინე მუმლაძემ განაცხადა, ზაზა სარალიძის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. “მოყვანილია ჰიპერტენზიული მდგომარეობით, აღენიშნება სითხის და ელექტროლიტური ბალანსის დარღვევები. ზოგადი მდგომარეობა ამჟამად, სტაბილური რჩება. მიმდინარეობს შესაბამისი კონტროლი. პაციენტი დარჩება სტაციონარში”, - აღნიშნა ექიმმა. ცნობისთვის, დღეს პარლამენტთან სამართალდამცველებსა და ზაზა სარალიძეს შორის ინციდენტი მოხდა, რა დროსაც პოლიციამ სარალიძე დააკავა. შსს-ს ცნობით, ის სამართალდამცველებს მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხა. განყოფილებაში გადაყვანილი სარალიძე შეუძლოდ გახდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით პარლამენტთან სარალიძის მხარდაამჭერი აქცია დაანონსდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)