03:04 - 02 Aug, 2026
|
2018-10-26 16:10:29, 1829 ნახვა
საზოგადოება
ზაზა სარალიძეს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება - პარლამენტთან აქცია „იმოქმედე დღეს“ დაანონსდა
„იმოქმედე დღეს!“ - პარლამენტთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია დაანონსდა. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ანონსშია ნათქვამი, აქცია პარლამენტთან დღეს, 19:00 საათზე გაიმართება. „ზაზა სარალიძეს 4-7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ჩვენი უმოქმედობა ახლა ძალადობრივი და უსამართლო სისტემის გამარჯვებაა ჩვენზე, საქართველოს რიგით, დაუცველ, წესიერ მოქალაქეებზე. ნუ დავტოვებთ ზაზა სარალიძეს მარტოს სასტიკი და ყრუ სისტემის წინაშე!“ - წერენ აქციის ორგანიზატორები. ცნობისთვის, დღეს პარლამენტთან სამართალდამცველებსა და ზაზა სარალიძეს შორის ინციდენტი მოხდა, რა დროსაც პოლიციამ სარალიძე დააკავა. შსს-ს ცნობით, ის სამართალდამცველებს მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხა. განყოფილებაში გაადაყვანილი სარალიძე შეუძლოდ გახდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)