|
2018-10-26 14:33:21, 1975 ნახვა
პოლიტიკა
ლევან იზორიამ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს უმასპინძლა
აშშ-საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ერთობლივი ამბიციური პროექტის - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელება და ნატოსთან თავსებადობის გაზრდის კუთხით მიღწეული პროგრესი - ის მთავარი საკითხები იყო, რაზეც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის უსაფრთხოების სფეროში 2016-2019 წლებისთვის გაფორმებულ ჩარჩო ხელშეკრულებაზე, რომელშიც გაწერილი მიმართულებების იმპლემენტაცია წარმატებით მიმდინარეობს. შეხვედრაზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ რეგიონალურ და გლობალურ გამოწვევებზეც იმსჯელეს. ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა და საქართველოს კონტრიბუციას ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციაში მაღალი შეფასება მისცა. ჯონ ბოლტონი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი უკვე შეხვდა საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრებს. ჯონ ბოლტონის საქართველოში ვიზიტი პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან შეხვედრით გაგრძელდება.
(NS)
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)