|
2018-10-26 10:47:33, 958 ნახვა
საზოგადოება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო, სამი აღსაზრდელის ჰოსპიტალიზაციაზე განცხადებას ავრცელებს
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ადგილი ჰქონდა აღსაზრდელთა ჰოსპიტალიზაციის ფაქტს, 3 აღსაზრდელი მკურნალობას გადის ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში. პატარებს აღენიშნებათ პირღებინება, დიარეა და ტემპერატურის მატება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარე პერიოდში ხშირია ვირუსული ინფექციები, მათი გავრცელება იმატებს ჰაერის ტემპერატურის ვარდნასთან ერთად. „ამის მიუხედავად, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმართა სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რათა შემოწმდეს კვების ბლოკი და გამოირიცხოს კვებითი ინტოქსიკაცია. ასევე, სააგენტოს რეკომენდაციით, პროდუქტების გარკვეული ნაწილის სინჯები გადაიგზავნა ლაბორატორიაში კვლევისთვის. ბაგა-ბაღში ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაო. ლაბორატორიული კვლევის შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი დადგინდეს, რა გახდა ბავშვების ინფიცირების მიზეზი -საკვები თუ ვირუსული ინფექცია“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)