|
2018-10-25 14:58:51, 1524 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: ამ საპრეზიდენტო კამპანიას პირობითად შეიძლება ვუწოდოთ „სუსტი კაცები ძლიერი ქალის წინააღმდეგ“
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდისატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანია სამაგალითო იყო. კობახიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა ოპონენტებს დაანახა როგორი უნდა იყოს ევროპული ტიპის პოლიტიკა. „რამდენიმე დღეში დასრულდება საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია და საფუძველი ჩაეყრება ახალ კონსტიტუციურ ტრადიციას, სისტემას, სადაც პრეზიდენტი არის ზეპარტიული თანამდებობის პირი, ხიდი საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის. ამ საპრეზიდენტო კამპანიას ჩვენ პირობითად შეიძლება ვუწოდოთ "სუსტი კაცები ძლიერი ქალის წინააღმდეგ". ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა ოპონენტებს თავიდანვე შესთავაზა ევროპული სტილის საარჩევნო კამპანიის წარმართვა. თუმცა, ოპონენტების პასუხი იყო სრულიად არაევროპული და არაევროპულთან ერთად, არაქართული. ევროპელობა და ქართველობა გულისხმობს საკუთარი და სხვისი ღირსების პატივისცემას, სიმართლის პატივისცემას, ქალის პატივისცემას. ამის საპირისპიროდ, ჩვენ ამ ორი თვის განმავლობაში გვესმოდა და ვხედავდით სრულიად უღირს კამპანიას, სიყალბეს, აგრესიასა და სიძულვილს ოპონენტების მხრიდან. მხოლოდ ძლიერ ქალბატონს, როგორიც არის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, შეეძლო, ასეთი ღირსებით და მოთმინებით ეპასუხა მისი ოპონენტების მორალური სისუსტისთვის. ამგვარი კამპანიით ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა აჩვენა მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ქართული პოლიტიკა და ქართული პოლიტიკური კულტურა მომავალში. სალომე ზურაბიშვილმა წარმართა ჭეშმარიტად ევროპული სტილის საარჩევნო კამპანია, რითაც საბოლოოდ დაამტკიცა, რომ ის იქნება ჩვენი ღირსეული ქვეყნის, ღირსეული პრეზიდენტი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)