19:36 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-24 00:50:39, 2296 ნახვა

სამართალი
ივანიშვილი - მირზა სუბელიანი ციხეშია და გაბრაზებულია კაცი, ეს კარგად უნდა გავიგოთ

მთავარი რაც არის დღეს მირზა სუბელიანთან დაკავშირებით, არის ის, რომ ციხეშია და გაბრაზებულია, ეს კარგად უნდა გავიგოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ხორავას ქუჩის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც სავარაუდოდ, ფარულ ჩანაწერებში ხელისუფლებას ემუქრება.

ივანიშვილის თქმით, აუცილებელია დადგინდეს, ვინ მოახდინა ამ ჩანაწერების გაკეთება.

„სუბელიანი გახლდათ მაღალი რანგის ჩინოვნიკი, რომელიც დღეს ციხეშია და ის ჩანაწერები, რომელიც გამოქვეყნდა, წავიკითხე ყველა და კარგად ვიცი, რაზე იყო საუბარი. მთავარი რაც არის დღეს სუბელიანთან დაკავშირებით არის ის, რომ ის ციხეშია და კაცია გაბრაზებული. ეს კარგად უნდა გავიგოთ საზოგადოებამ. მეორე კითხვა რაც ჩნდება ამ საკითხთან დაკავშირებით, არის ის, რომ საიდან გაჩნდა ეს ჩანაწერები, ვინ ჩაწერა ეს და ვის ინტერესში იყო, ამაზე გამოძიება მიდის და ჩემთვისაც დიდ ინტერესს წარმოადგენს. რაც შეეხება კონკრეტულ შემადგენლობას და შინაარსს ამ ჩანაწერების, თუ მიაქციეთ ყურადღება ეს კაცი იმაზეც საუბრობს, რომ 50-კაციანი არმია ჰყავს, თუ რამე მომხდარა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან დაკავშირებით, ეს კაცი ყველგან დომინირებდა, რაც ძალიან დიდ ეჭვს იწვევს“, - განაცხადა ივანიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics