|
2018-10-23 13:16:33, 1726 ნახვა
სამართალი
ყაჩაღობასა და პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობაში, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარებაში და პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებული შ.კ. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 12 იანვარს, დაახლოებით 23:20 საათზე, ქურდობისთვის ნასამართლევი შ.კ. ქ.თბილისში გლდანის მე-8 მიკრორაიონში მდებარე ხილ-ბოსტნის მაღაზიაში, თავს დაესხა გამყიდველს გ.კ-ს და მაღაზიაში მყოფ თ.კ.-ს, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი გასროლა განახორციელა და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, გ.კ-ს კუთვნილ თანხას დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სასამართლო პროცესზე ასევე დადასტურდა, რომ შ.კ. 2018 წლის 14 იანვარს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ.თბილისში, გლდანში შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრი"-ს ავტოსადგომზე, თავს დაესხა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ პოლიციის თანამშრომლებს გ.ჟ.-ს და ა.თ.-ს, მათი მიმართულებით მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა შ.კ. 2018 წლის 19 იანვარს, ქ.თბილისი, გლდანის მე-6 მკ/რ-ში დააკავეს. ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი არაერთგზის), 236-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) და 3531 მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ შ.კ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)