01:24 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-22 18:06:25, 1790 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (IHO) ტექნიკურ ექსპერტთა ჯგუფი ეწვია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურში" საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (IHO) ტექნიკურ ექსპერტთა გეგმიური  ვიზიტი შედგა.

ვიზიტის ფარგლებში  საერთაშორისო სტანდარტებისა და რეგულაციების შესაბამისობაზე გადამოწმებულ იქნა ჰიდროგრაფიული სამსახურის საქმიანობა შემდეგი მიმართულებებით:  ბათიმეტრიული  კვლევები,  კარტოგრაფია-ქაღალდის და ელექტრონული საზღვაო  რუკების წარმოება, გემების მეტეოროლოგიური მონაცემებით მომსახურება  და სანავიგაციო გაფრთხილებები (NAVTEX), სამსახურის ტექნიკური აღჭურვილობა და პერსონალის კვალიფიკაცია.

ექსპერტთა პირველადი შეფასებით  საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური სრულად უზრუნველყოფს რეგიონში, კერძოდ საქართველოს საზღვაო პასუხისმგებლობის ზონაში  საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (IHO) რეგულაციების  და სტანდარტების დაცვას  და ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის საერთაშორისო კონვენციის და  SOLAS-74-ის  მოთხოვნების შესრულებას.

უახლოეს მომავალში საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაცია ოფიციალურად წარმოადგენს ექსპერტთა დასკვნას ზემოთაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics