|
2018-10-22 11:58:31, 1731 ნახვა
საზოგადოება
სამგორიდან ლილოს მიმართულებით ახალი მეტროსადგურები აშენდება
„თბილისის აგლომერაცია ვითარდება და პერსპექტივაში ეს ხაზი დაგვეხმარება, რომ მომავალში ქალაქი რუსთავიც შესაბამისი ინფრასტრუქტურით თბილისის მეტროს მოვაბათ“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „მწვანე პოლიტიკა - ეკოტრანსპორტის“ პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა განაცხადა, შემოვლითი რკინიგზის ინფრასტრუქტურის გამოყენებით, სამგორიდან ლილოს მიმართულებით ახალი მეტროსადგურები აშენდება. „დღეს ჩვენ ვაანონსებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს. შემოვლითი რკინიგზის ინფრასტრუქტურას, ჩვენ გამოვიყენებთ და ავაშენებთ ახალ მეტროსადგურებს სამგორიდან ლილოს მიმართულებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც დამატებით სიცოცხლეს მოიტანს ჩვენს დედაქალაქში. ამასთან ერთად, თბილისის აგლომერაცია ვითარდება და პერსპექტივაში ეს ხაზი დაგვეხმარება, რომ მომავალში ქალაქი რუსთავიც შესაბამისი ინფრასტრუქტურით თბილისის მეტროს მოვაბათ. ეს არის მართლაც ისტორიული მნიშვნელობის პროექტი და მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, ჩვენ ამას არ ვახორციელებთ მხოლოდ იმიტომ, რომ საერთაშორისო ტრენდი ასეთია, რომ ელექტრო ავტომობლიები ხდება უფრო და უფრო პოპულარული, დიახ ის ხდება პოპულარული, მაგრამ ჩვენი ეკონომიკისთვის მას აქვს კონკრეტულუ უპირატესობები“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)