|
2018-10-19 14:51:19, 3841 ნახვა
მსოფლიო
პუტინი: ვინც, ჩვენს წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს ჩაძაღლდება - რუსები სამოთხეში მოვხვდებით
კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ისინი ვინც რუსეთის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს გამოიყენებენ "ჩაძაღლდებიან", ხოლო თავად რუსები სამოთხეში მოხვდებიან. ინფორმაციას "ინტერფაქსი" ავრცელებს. "აგრესორმა უნდა იცოდეს, რომ პასუხს მიიღებს და განადგურდება. თუმცა ჩვენ, ამ აგრესიის მსხვერპლნი, სამოთხეში მოვხვდებით, როგორც მოწამეები. ამასობაში, ისინი უბრალოდ ჩაძაღლდებიან, რადგან მონანიებასაც ვერ მოასწრებენ", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. მისივე განმარტებით, რუსეთი ბირთვულ იარაღს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუ ქვეყანა საფრთხის წინაშე დადგება. "ბირთვული იარაღის გამოყენების კონცეფცია გულისხმობს საპასუხო დარტყმის განხორციელებას. ჩვენ ამ იარაღს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოვიყენებთ, თუ დავრწმუნდებით, რომ პოტენციური აგრესორი ჩვენს ტერიტორიას ბომბავს", - აღნიშნა კრემლის ლიდერმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)