|
2018-10-19 12:06:08, 3137 ნახვა
მსოფლიო
კურტ ვოლკერი: აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ყოველ 2 თვეში გააძლიერებს
დონბასის კონფლიქტთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებას პერიოდულად გეგმავს, - ამის შესახებ უკრაინის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კურტ ვოლკერმა განაცხადა. როგორც ვოლკერმა აღნიშნა, ამერიკა სანქციების ყოველ ორ თვეში გააძლიერებს. მისივე განმარტებით, ადაწყვეტილების მიზანია, კონფლიქტის დასარეგულირებლად რუსეთს მოლაპარაკებების მაგიდაზე იძულებითი მიყვანა. „ჩვენ ვმუშაობთ ევროპელ მოკავშირეებთან და ევროპელები სანქციებს ინარჩუნებენ. ვფიქრობ, რუსეთისთვის ეს სიურპრიზი იყო. ევროკავშირმა სანქციების შენარჩუნების მიმართულებით უზარმაზარი მდგრადობა და ძალა აჩვენა“, - განაცხადა ვოლკერმა. გარდა ამისა, ვოლკერის შეფასებით, ოფიციალური მოსკოვი ამ დრომდე ფიქრობს, რომ აქვს უფლება, მიუთითოს უკრაინას, საქართველოს და სხვებს, რომ ისინი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს არ უნდა შეუერთდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)