|
2018-10-18 21:26:50, 1466 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა სამინისტრო: რუსეთის საგარეო უწყების განცხადება ცინიკური და არაადეკვატურია
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ქართული მხარე არ არის მზად, ერთობლივი მუშაობისთვის. როგორც განცხადებაშია აღნიშნა, რუსეთის უწყების ასეთი კომენტარი ცინიკური და არაადეკვატურია. "რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის გამონათქვამები არის ცინიკური - მცდელობა იმისა, რომ გამართლება მოუძებნოს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უკანონო დაკავებების, გატაცებების, ეთნიკური დისკრიმინაციის, წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და სხვა ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებს საოკუპაციო ხაზზე განლაგებული რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ე.წ. მესაზღვრეთა მხრიდან. მსგავსი გამონათქვამები წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკის მორიგ დემონსტრირებას. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში რუსეთის ფედერაცია უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, გაეროს ქარტიას, ჰელსინკის დასკვნით აქტს, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და სრულად უგულებელყოფს ადამიანის უნივერსალურ უფლებებს. რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის შედეგად, სულ უფრო მეტად მძიმდება საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული მდგომარეობა. შედეგად მკვიდრი მოსახლეობა მოკლებულია საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილებისა და თავიანთ მიწის ნაკვეთებზე წვდომის შესაძლებლობას. საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის პროვოკაციული ნაბიჯები ცხადყოფს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და ადამიანის უფლებათა მონიტორების დაშვების აუცილებლობას. სიტუაციის დეესკალაციის ერთადერთი წინაპირობაა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მხრიდან უკანონო ქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა, ასევე ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება და თავისი სამხედრო ფორმირებების საქართველოს ტერიტორიიდან სრულად გაყვანა", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
TBC შეთავაზება ბიზნესებს - სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, უფასოდ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)