|
2018-10-18 19:12:15, 1544 ნახვა
პოლიტიკა
„ქართველი პარტნიორები არ არიან მზად ერთობლივი მუშაობისთვის, რაც საზღვრისპირა ტერიტორიაზე დაძაბულობას შეამცირებს“
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მარია ზახაროვას შეფასებით, საქართველო არ აჩვენებს მზაობას ერთობლივი მუშაობისთვის აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დე-ფაქტო საზღვრებზე დაძაბულობის შემცირების თვალსაზრისით. შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც ზახაროვა განმარტავს, საჭიროა მოსახლეობის მეტი ინფორმირებულობა, რათა მათი შემდგომში დაკავება არ მოხდეს. მისივე თქმით, ხშირად მოსახლეობამ არც კი იცის, რომ ე.წ. საზღვარს კვეთს. "იმისათვის, რომ დაკავებებს ადგილი არ ჰქონდეს, საჭიროა ხალხის ინფორმირება ახალი საზღვრის ხაზებზე და მათი გადაკვეთის წესებზე. საქართველო-აფხაზეთის და საქართველო-სამხრეთ ოსეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმები ცხადყოფენ, რომ იქ, სადაც დაყენებულია ღობეები და საინფორმაციო სტენდები, უნებლიე დარღვევების რაოდენობა მცირდება, შესაბამისად ასევე მცირდება დაკავებების რაოდენობა. სამწუხაროდ, ქართველი პარტნიორები ჯერ კიდევ მზად არ არიან მონაწილეობა მიიღონ ერთობლივ მუშაობაში, რაც რეალურად შეამცირებს დაძაბულობას საზღვრისპირა ტერიტორიაზე. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ძალისხმევა, რომლებიც ცალმხრივად აყენებენ გამაფრთხილებელ ნიშნებს და ღობეებს, საკმარისი არ არის ამგვარი ინციდენტების ეფექტური პრევენციისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
TBC შეთავაზება ბიზნესებს - სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, უფასოდ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)