|
2018-10-18 18:37:33, 1074 ნახვა
საზოგადოება
ნოდარ კერესელიძე ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ევროპის საბჭოს გარემოს დაცვითი საკითხებისა და საფრთხეების ქვედანაყოფის ხელმძღვანელს, ჯიანლუკა სილვესტრინის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა გარემოსდაცვითი მიმართულებით ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. როგორც ნოდარ კერესელიძემ აღნიშნა, გარემოს დაცვა სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. მინისტრის პირველმა მოადგილემ გარემოსდაცვითი პოლიტიკის კონტექსტში მწვანე ეკონომიკის განვითარების კონცეფციაზე ისაუბრა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროსაბჭოში 2019-2020 წლებში საქართველოსთვის თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსის მინიჭების და საქართველოს ორგანიზებით კონფერენციის გამართვის საკითხებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ესწრებოდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)