|
2018-10-18 17:53:46, 2908 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი: ჩვენ დიდი ტერიტორია გვაქვს და სხვისი არაფერი გვჭირდება
რუსეთი არსად არ ერევა, ჩვენ დიდი ტერიტორია გვაქვს და სხვისი არაფერი გვჭირდება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს. კრემლის ხელმძღვანელის თქმით, რუსეთი საკუთარ სუვერენიტეტს აფასებს. „ჩვენ არსად არ ვერევით, ჩვენ გვაქვს დიდი ტერიტორია და სხვისი არაფერი გვჭირდება. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაფასებთ საკუთარ სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ასე იყო ყოველთვის ჩვენი სახელმწიფოს ისტორიის განმავლობაში. ეს ჩვენი ხალხის სისხლშია და ამის შესახებ არაერთხელ მითქვამს. ამ მხრივ ჩვენ თავს თავდაჯერებულად ვგრძნობთ“, - აღნიშნა პუტინმა. მან ასევე სახელმწიფოს მართვის სისტემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაზე კარგი მეთოდი მოტივაციაა. "შიში არ არის მართვის კარგი მეთოდი. ის არ არის სანდო. ყველაზე კარგი მეთოდი პოზიტიური მოტივაცია და ადამიანების დარწმუნებაა. საქმის გადაკეტებელად ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო", - დასძინა ვლადიმერ პუტინმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)