22:30 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-18 15:51:42, 1192 ნახვა

კომენტარი
ევროკავშირის ელჩი ჩანაწერებზე: ბრალდებები რომელიც ისმის სერიოზულია და საფუძვლიან გამოძიებას მოითხოვს

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარკ ჰარცელი "რუსთავი 2"-ის მმიერ გასაჯაროებულ ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება.

ჰარცელის შეფასებით, აღნიშნულ ჩანაწერებზე სანდრო გამოძიება უნდა ჩატარდეს. მისივე თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები მოქალაქეებს ხელისუფლების მიმართ არსებულ ნდობას უკარგავს. 

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც და თქვენთვისაც, რომ ჩატარდეს სანდო გამოძიება სხვადასხვა ფარულ ჩანაწერებზე, რომლებიც გავრცელდა. რადგან თუ ეს საკითხი უყურადღებოდ დარჩა, შედეგად მივიღებთ იმას, რომ მოქალაქეები პოლიტიკური ისტებლიშმენტის მიმართ რწმენას დაკარგავენ. ეს არ ნიშნავს დადგე რომელიმე მხარეს და თქვა ეს არის სიმართლე და ეს არასწორი. ეს არის სხვადასხვა რამის ნაზავი და ქმნის პოლიტიკის მიმართ ნდობის განადგურების რისკს. ეს არის პრობლემა, რომელზეც უნდა დავფიქრდეთ  როგორ მივხედოთ. ბრალდებები რომელიც ისმის სერიოზულია და მოითხოვს საფუძვლიან გამოძიებას“, - განაცხადა კარლ ჰარცელიმ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics