22:45 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-18 14:37:17, 1245 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ს მთავრობამ შინაგან საქმეთა სამინისტროს „აილენდის“ კლასის ორი ხომალდი გადასცა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აშშ-ს მთავრობამ "აილენდის" კლასის ორი სადარაჯო ხომალდი გადასცა.

ხომალდების გადმოცემის  ცერემონია ფოთში, სანაპირო დაცვის ბაზაზე გაიმართა.

ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნეს. გიორგი გახარიამ სანაპირო დაცვას შექმნიდან 20 წლის აღსანიშნავი თარიღი მიულოცა, სტრატეგიულ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა და ხომალდების პირად შუამდგომლობას წარმატება უსურვა.

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ღირსშესანიშნავ თარიღს და ვზეიმობთ 2 ღონისძიებას. დღეს სრულდება 20 წელი სანაპირო დაცვის დეპარტამენტის შექმნიდან და დღეს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიერ, აშშ-ს მიერ გადმოეცემა საქართველოს „აილენდის“ კლასის 2 ხომალდი. მე მინდა პირველ რიგში სანაპირო დაცვის დეპარტამენტის პირად შემადგენლობას მივულოცო. ასევე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს ამერიკის შეერთებულ შტატებს, მათი ღვაწლისთვის, რომელსაც ისინი ახორციელებენ ქვეყნის უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობის და განსაკუთრებით სანაპირო დაცვის მიმართულებით. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ თქვენი მხარდაჭერის გარეშე იქნება რთული საზღვაო უსაფრთხოების დაცვა. ასევე, მინდა ხაზგასმით  ვთქვა შემდეგი - ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვულოცავთ ამ დღეს ხომალდების, „ოჩამჩირეს“ და „დიოსკურიას“ პირად შემადგენლობას. ძვირფასო მეგობრებო, გისურვებთ რომ დღეიდან თქვენ შეიტანოთ ღირსეული წვლილი საქართველოს და ნატოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაში და ამ ქვეყნის თავისუფლების და ერთიანობის განმტკიცებაში", - განაცხადა გახარიამ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
TBC შეთავაზება ბიზნესებს - სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, უფასოდ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics