21:18 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-18 12:15:51, 1326 ნახვა

კომენტარი
კახა კახიშვილი: ჩემსა და მირზა სუბელიანს შორის პირობებთან დაკავშირებით არანაირი შეხვედრა არ ყოფილა

სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი, გუშინ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს გამოეხმაურა, სადაც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი მის წინააღმდეგ არსებულ კომპრომატებზე საუბრობს.

როგორც კახიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მასსა და მირზა სუბელიანს შორის პირობებთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა.

„ჩემსა და მირზა სუბელიანს შორის არანაირი შეხვედრა პირობებთან დაკავშირებით საერთოდ არ ყოფილა. როდესაც ბატონი მირზა სუბელიანი დააკავეს მაშინ წყდებოდა მისი განთავსების საკითხი, რა თქმა უნდა, მე გახლდით მინისტრი და შემითანხმეს რომელ დასწესებულებაში უნდა  იყოს განთავსებული  იყო საუბარი მეცხრე ან მერვე დაწესებულებაზე. თავიდან განთავსდა მე-9  დაწესებულებაში, შემდეგ გადავიდა მისივე სურვილით, უისაფრთხობის ზომებიდან გამომდინარე მე-8 დაწესებულებაში, ვიზუალური მეთვალყუირეობის პირობებში,  იქაც აღნიშნავს რომ არ იყო კმაყოფილი ვიზუალური მეთვალყურეობის გამო“, - განაცხადა კახიშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ, „რუსთავი 2“-მა მორიგი ფარული ჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი და დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე საუბრობენ. ჩანაწერის მიხედვით, სუბელიანი ამბობს, რომ დაკავებამდე სასჯელაღსრულების იმ დროინდელ მინისტრს, კახა კახიშვილს შეხვდა, მისგან პატიმრობის განსაკუთრებულ პირობებს მოითხოვდა და ფარული მასალებით აშანტაჟებდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics