|
2018-10-17 17:04:43, 1680 ნახვა
პოლიტიკა
ფოთის მერი და პარლამენტის 2 დეპუტატი - პოლიტიკოსებმა ზურაბიშვილს 150 ათასი ლარი შესწირეს
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ "ქართული ოცნების" მხარდაჭერილ, პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს 40 ათასი ლარი შესწირა. აღნიშნული შემოწირულობა ზურაბიშვილმა 15 ოქტომბერს მიიღო. შემწირველებს შორის არის პარლამენტის დეპუტატი ""ქართული ოცნებიდან" ირაკლი ხახუბია, რომელმაც ზურაბიშვილს 60 ათასი ლარი გადაურიცხა. გარდა ამისა, პრეზიდენტობის კანდიდატმა შემოწირულობა კიდევ ერთი დეპუტატის ოჯახისგან მიიღო. კერძოდ, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარის მეუღლემ, ნათია ხვისტანმა ზურაბიშვილს 50 ათასი ლადი შესწირა. აღსანიშნავია, რომ ოქტომბრის პირველი კვირის განმავლობაში ზურაბიშვილის მილიონ 1.5 მილიონ ლარზე მეტი ჰქონდა მიღებული შემოწირულობის ფარგლებში. მანამდე ზურაბიშვილს თბილისის მერმა კახა კალაძემ (50 ათასი ლარი) და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ძმამ შესწირეს. ყველაზე დიდი თანხა, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატმა შემოწირულობის გზით მიიღო 60 ათას ლარს შეადგენს, ხოლო ყველაზე მცირე 30 თეთრია, რომელიც მის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის ფარგლებში მოქალაქეებმა ჩარიცხეს. ცნობისთვის, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
TBC შეთავაზება ბიზნესებს - სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, უფასოდ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)