|
2018-10-17 09:18:21, 859 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვება მიულოცა
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფა-ს ერთა ლიგის მეოთხე ტურში ლატვიის ნაკრები ანგარიშით 3:0 დაამარცხა და ჯგუფის ლიდერი გახდა. საფეხბურთო მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია თბილისში, სიონის ქუჩაზე გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო. კახა კალაძემ ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარს გამარჯვება მიულოცა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წარმატება უსურვა. „ვულოცავ საქართველოს ნაკრებს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას. ასევე, მინდა მივულოცო ქართველ გულშემატკივარს და ქართული ფეხბურთის ყველა ქომაგს. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს. მინდა წარმატებები ვუსურვო მათ და იმედი მაქვს, კიდევ ბევრჯერ გაგვახარებენ“, - განაცხადა თბილისის მერმა. კახა კალაძესთან ერთად, პირდაპირ ტრანსლაციას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მერის მოადგილეები - ირაკლი ბენდელიანი, ილია ელოშვილი, სოფიო ხუნწარია და მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი გვილავა ესწრებოდნენ. მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია დიდ ეკრანზე, დედაქალაქის მერიამ უზრუნველყო და მასზე დასწრება თავისუფალი იყო.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)