22:57 - 01 Aug, 2026
|
2018-10-15 14:11:27, 1649 ნახვა
საზოგადოება
კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე შუქნიშნები 10 დღეში ჩაირთვება
კოსტავასა და შარტავას ქუჩების რეაბილიტაციის გამო გათიშული შუქნიშნები უახლოესი 10 დღის მანძილზე ეტაპობრივად ჩაირთვება. ამჟამად, მიმდინარეობს შემდეგ მისამართებზე მდებარე შუქნიშნების სარეკონსტრუქციო სამუშაოები: • კოსტავასა და მიროტაძის ქუჩების გადაკვეთაზე; • კოსტავას ქუჩა N75-თან; • კოსტავას ქუჩა N77-თან; • შარტავასა და კალანდაძის ქუჩების გადაკვეთაზე. აღსანიშნავია, რომ სააკაძის მოედანი ქვეითთათვის, მათ შორის, შშმ პირებისთვის ადაპტირდება და არსებულ შუქნიშნებს ქვეითთა სექციებიც დაემატება. ქვეითთა შუქნიშნები ასევე დამონტაჟდება შარტავას ქუჩა N7-თან - თბილისის მერიის შენობასთან და შარტავას ქუჩა 42-თან, რაც ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებასა და კომფორტს უზრუნველყოფს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)