|
2018-10-13 12:34:35, 3631 ნახვა
მსოფლიო
აშშ ქარიშხალ „მაიკლს“ ებრძვის - დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა [ვიდეო]
ამერიკის შეერთებულ შტატებში ქარიშხალ „მაიკლს“ სულ მცირე 17 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 11 წლის ბავშვი, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სტიქიის შედეგად ჩრდილოეთ კაროლინისა და ვირჯინიის შტატები დატბორილია. ორი შტატის 600 ათასზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ქარიშსხლის გამო, საცხოვრებელი სახლები დაინგრა, ელექტრო-ენერგიის გადამცემი ხაზები დაზიანდა, ცალკეულ უბნებში კი, ქუჩის სავალი ნაწილები, მაღაზიები და ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ქარიშხალმა მოგლიჯა ხეებიც. მედიის ცნობით, სტიქიური საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ფლორიდის, ალაბამისა და ჯორჯიის შტატებში. მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სანაპირო რაიონებიდან ადგილობრივი მაცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა. ისინი დროებით თავშესაფრებში გადაიყვანეს. მობილიზებულია არმია, სამაშველო და სახანძრო სამსახურები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)