|
2018-10-12 17:48:24, 3001 ნახვა
ეკონომიკა
9 თვის მონაცემებით საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა 8.18 %-ით გაიზარდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციის” ინფორმაციით, 2018 წლის იანვარი - სექტემბრის პერიოდში საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა 8.18 %-ით გაიზარდა. სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცეში 114 711 ინსტრუმენტალური ფრენა შესრულდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 8 078 ფრენით და 8,18%-ით მეტია. 2018 წლის იანვარი - სექტემბრის პერიოდში შესრულებული გადაფრენების რიცხვი 78 774 ფრენას შეადგენს, რომელიც 2017 წლის მაჩვენებელზე 2 389 ფრენით, ანუ 3.1% -ით მეტია. ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება საქართველოს აეროპორტების აფრენა - დაფრენის ზონებშიც. საქაერონავიგაცია 9 თვის განმავლობაში საქართველოს სამ საერთაშორისო და ორი ადგილობრივ აეროპორტში 35 937 ფრენას მოემსახურა, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5 689 ფრენით, ანუ 18.8%-ითაა გაზრდილი. უწყების ცნობით, საქართველოს საჰაერო სივრცეში ნაფრენი დისტანცია 2018 წლის იანვარი - სექტემბრის პერიოდში შეადგენს 31 547 509 კმ-ს. აღნიშნული მაჩვენებელი 214 081 კმ-ით და 0.7%-ით მეტია გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე; საქართველოს საჰაერო სივრცეს ტრანზიტული გადაადგილებისთვის ყველაზე ხშირად TURKISH AIRLINES INC, QATAR AIRWAYS, THAI AIRWAYS INTERNATIONAL LTD, AZERBAIJAN AIRLINES – AZAL, SINGAPORE AIRLINES Ltd იყენებენ. საქართველოს აეროპორტებში აფრენა-დაფრენის ტოპ მომხმარებლად 2018 წელს, ისევ GEORGIAN AIRWAYS, TURKISH AIRLINES, WIZZ AIR, UKRAINE AIRLINES დაფიქსირდნენ.
(NS)
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)