|
2018-10-11 13:27:15, 773 ნახვა
საზოგადოება
ჰონგ-კონგში ქართული ღვინის ფესტივალი გაიმართა
ჰონგ-კონგში ქართული ღვინის ფესტივალი გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Meiburg Wine Media" -ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში ქართული ღვინის მწარმოებელი 17 კომპანია მონაწილეობდა. ფესტივალს „Meiburg Wine Media"-ის მმართველი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა, რომელიც სტუმრებს ქართული ღვინის დაგემოვნების პარალელურად, მის კულტურასა და ისტორიას, ასევე თანამედროვე ქართული ღვინის ინდუსტრიას აცნობდა. ფესტივალი განსაკუთრებული ხალხმრავლობით გამოირჩეოდა. ღონისძიებას დაესწრნენ ღვინის იმპორტიორები, მაგისტრები, მედიის, რესტორნებისა და სასტუმროების ქსელების წარმომადგენლები. ფესტივალი მოიცავდა მასტერკლასებს, დეგუსტაციებს, პრეზენტაციებსა და სემინარებს. დებრა მეიბურგი აცხადებს, რომ ქართული ღვინო ბოლო წლებში ჩინეთის, და ზოგადად აზიის ბაზარზე, განსაკუთრებული პოპულარობითა და ინტერესით სარგებლობს. ღვინის მაგისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ, ბოლო 4 წლის განმავლობაში, ჩინეთის ბაზარზე იმპორტიორი ქვეყნების სიაში მე-18 ადგილიდან მე-9 ადგილზე გადაინაცვლა. ანალოგიურ ფორმატში ქართული ღვინის ფესტივალი 12 ოქტომბერს შანხაიში გაიმართება. დებრა მეიბურგის მიერ ორგანიზებული „ქართული ღვინის აზიის ტურის ფარგლებში" ღონისძიებები მიმდინარე წლის ზაფხულში სამხრეთ კორეასა და სინგაპურში ჩატარდა. წლის ბოლომდე „ქართული ღვინის აზიის ტურის" ფარგლებში, ქართული ღვინის დეგუსტაციები ჩინეთის ქალაქებში - მაკაოში, სიამენში, გუანჯოუსა და შენჭენში გაიმართება.
(NS)
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, ბევრ რამეზე მეტყველებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)