|
2018-10-11 10:43:17, 876 ნახვა
საზოგადოება
თეა წულუკიანმა სომხეთის იუსტიციის მინისტრი ახალქალაქის იუსტიციის სახლის გახსნაზე მოიწვია
საქართველოს იუსტიციის მინისტრი ერევანში მიმდინარე ფრანკოფონიის მე-17 მსოფლიო სამიტის ფარგლებში სომეხ კოლეგა არტაკ ზეინალიანს შეხვდა. ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრებმა იუსტიციის სფეროში სომხეთ-საქართველოს ურთიერთობის ტრადიციებზე ისაუბრეს და სამომავლო ურთიერთობის საკითხები განიხილეს. თეა წულუკიანმა არტაკ ზეინალიანს საქართველოში იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით გატარებული რეფორმები და უწყების სამომავლო გეგმები გააცნო. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ორმხრივ შეხვედრაზე მართლმსაჯულების რეფორმის, ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის, სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობისა და მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. „ჩვენ შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფები ამ სფეროებში გამოცდილების გაზიარებისთვის; შევთანხმდით, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის, იუსტიციის სახლები, ერთობლივად გავხსნათ იმისათვის, რომ ჩვენმა კოლეგებმა ადგილზე ნახონ, რაოდენ მნიშვნელოვანია სერვისების ხელმისაწვდომობა მოქალაქეებისათვის, და პირველი ასეთი გახსნა ძალიან მალე იქნება − ჩვენ ერთობლივად გავხსნით ახალქალაქის იუსტიციის სახლს; შევთანხმდით, რომ ქართველი და სომეხი მსჯავრდებულები გადაეცემიან შესაბამის ქვეყნებს, რათა ოჯახებს გაუადვილდეთ კონტაქტი თავიანთ პატიმრებთან სასჯელის მოხდის პერიოდში", − განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა. თეა წულუკიანი ერევანში ფრანკოფონიის მე-17 მსოფლიო სამიტში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება. სამიტი ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის პატრონაჟით იმართება. ღონისძიება 7 ოქტომბერს დაიწყო და 12 ოქტომბრამდე გაგრძელდება, მას 40-მდე ქვეყნის სახელმწიფო მეთაურები − პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები და მინისტრები ესწრებიან.
(NS)
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, ბევრ რამეზე მეტყველებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)