|
2018-10-10 16:58:07, 900 ნახვა
საზოგადოება
ლუქსემბურგში გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების აღმოსავლეთ პარტნიორობის მეორე მინისტერიალი გაიმართა
ლუქსემბურგში გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების აღმოსავლეთ პარტნიორობის მეორე მინისტერიალი გაიმართა. მინისტერიალის ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების მინისტრებმა, მაღალი თანამდებობის პირებმა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ცირკულარული ეკონომიკის, ნარჩენების მართვის, ბიოლოგიური მრავალფეროვნებისა და კლიმატის ცვლილების საკითხებზე იმსჯელეს. მინისტერიალის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა აღნიშნული მიმართულებებით საქართველოში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. ნინო თანდილაშვილმა ყურადღება საქართველოში პლასტიკის პარკების აკრძალვის საკითხზე, გარემოსდაცვითი შეფასების, ნარჩენების მართვის, წყლის რესურსების მართვის, ატმოსფერული ჰაერის დაცვის, ბიომრავალფეროვნების და კლიმატის ცვლილების მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე გაამახვილა. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ევროკავშირის და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან მხარდაჭერის აუცილებლობას, როგორც გამოცდილების გაზიარების, ასევე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით. ლუქსემბურგის დეკლარაციაში ქართული მხარის წინადადებების საფუძველზე ხაზგასმით აღინიშნა ატმოსფერული ჰაერის დაცვისთვის, მათ შორის, მონიტორინგის ქსელის გაძლიერებისთვის ფინანსური დახმარების აუცილებლობა.
(NS)
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, ბევრ რამეზე მეტყველებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)